Friday, 31 October 2008

შოთა დიმიტრის ძე ხაბარელი




შოთა დიმიტრის ძე ხაბარელი(დ. 26 დეკემბერი, 1958, ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი), ქართველი სპორტსმენი (ძიუდო), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1980).
ბიოგრაფია [
1982 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი. სსრკ (1982) და სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983), ევროპის (გუნდური, 1979, მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979-1980, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983), აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1983, მოსკოვი) პრიზიორი. 2006 წელს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.
დაჯილდოებულია "
საპატიო ნიშნის" ორდენით.
ევროპის ძიუდოს კავშირმა ვარშავაში გამართულ კონგრესზე ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი შოთა ხაბარელი დაასახელა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოს ნაკრებმა 2007 წელს სხვა ევროპულ გუნდებთან შედარებით წარმატებით იასპარეზა როგორც ევროპისა და მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატებში, ისე ევროპის გუნდურ ჩემპიონატში. შოთა ხაბარელი ევროპის საუკეთესო მწვრთნელი მესამედ გახდა. იგი საუკეთესოდ 2003 და 2006 წლებშიც აღიარეს. 10.12.2007 შოთა ხაბარელი - ევროპის საუკეთესო მწვრთნელი
ევროპის ძიუდოს კავშირმა 30 ნოემბერს ვარშავაში გამართულ კონგრესზე ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი შოთა ხაბარელი დაასახელა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოს ნაკრებმა 2007 წელს სხვა ევროპულ გუნდებთან შედარებით წარმატებით იასპარეზა როგორც ევროპისა და მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატებში, ისე ევროპის გუნდურ ჩემპიონატში. შოთა ხაბარელი ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელი ზედიზედ მეორედ გახდა.

ჩატარებული ოლიმპიადები

1952 წელი. ჰელსინკი
დ. ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა); რ. ჩიმიშკიანი (ძალოსნობა); მ. ჯუღელი (ტანვარჯიში).
1956 წელი. მელბურნი
გ. კარტოზია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); მ. ცალქალამანიძე (თავისუფალი ჭიდაობა).
1960 წელი. რომი
რ.შავლაყაძე (მძლეოსნობა); ა. ქორიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა);
1964 წელი. ტოკიო
ნ. ასათიანი (ფარიკაობა); ვ. კაჭარავა (ფრენბურთი).
1968 წელი. მეხიკო
რ. რურუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); ვ. სანეევი (მძლეოსნობა).
1972 წელი. მიუნხენი
ვ. სანეევი (მძლეოსნობა); ლ. თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); შ. ჩოჩიშვილი (ძიუდო); ზ. საკანდელიძე (კალათბურთი); მ. ქორქია (კალათბურთი); ვ. კრატასიუკი (საბაიდარო ნიჩბოსნობა).
1976წელი. მონრეალი
ლ. თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); ვ. სანეევი (მძლეოსნობა);
ა. ანპილოგოვი (ხელბურთი).
1980წელი. მოსკოვი
ქ. ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა); ვ. ბლაღიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); შ. ხაბარელი (ძიუდო).
1988 წელი. სეული
ნ. სალუქვაძე (ტყვიის სროლა); დ. გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); ვ. აფციაური (ფარიკაობა);ვ. გოგოლაძე (ტანვარჯიში);
გ. კეტაშვილი (ფეხბურთი).
1992 წელი. ბარსელონა
დ. ხახალეიშვილი (ძიუდო); კ. კახიაშვილი (ძალოსნობა);ლ. ხაბელოვი
(თავისუფალი ჭიდაობა);
2004 წელი. ათენი
ზ. ზვიადაური (ძიუდო); გ. ასანიძე (ძალოსნობა);
2008 წელი. პეკინი
რ. მინდორაშვილი (ძიუდო); ი. ცირეკიძე (ძიუდო); მ. კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).