Friday 31 October 2008

შოთა დიმიტრის ძე ხაბარელი




შოთა დიმიტრის ძე ხაბარელი(დ. 26 დეკემბერი, 1958, ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი), ქართველი სპორტსმენი (ძიუდო), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1980).
ბიოგრაფია [
1982 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი. სსრკ (1982) და სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983), ევროპის (გუნდური, 1979, მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979-1980, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983), აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1983, მოსკოვი) პრიზიორი. 2006 წელს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.
დაჯილდოებულია "
საპატიო ნიშნის" ორდენით.
ევროპის ძიუდოს კავშირმა ვარშავაში გამართულ კონგრესზე ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი შოთა ხაბარელი დაასახელა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოს ნაკრებმა 2007 წელს სხვა ევროპულ გუნდებთან შედარებით წარმატებით იასპარეზა როგორც ევროპისა და მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატებში, ისე ევროპის გუნდურ ჩემპიონატში. შოთა ხაბარელი ევროპის საუკეთესო მწვრთნელი მესამედ გახდა. იგი საუკეთესოდ 2003 და 2006 წლებშიც აღიარეს. 10.12.2007 შოთა ხაბარელი - ევროპის საუკეთესო მწვრთნელი
ევროპის ძიუდოს კავშირმა 30 ნოემბერს ვარშავაში გამართულ კონგრესზე ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი შოთა ხაბარელი დაასახელა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოს ნაკრებმა 2007 წელს სხვა ევროპულ გუნდებთან შედარებით წარმატებით იასპარეზა როგორც ევროპისა და მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატებში, ისე ევროპის გუნდურ ჩემპიონატში. შოთა ხაბარელი ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელი ზედიზედ მეორედ გახდა.

No comments: